ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან
10 აგვისტოს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ირენა დიმიტროვასთან.
შეხვედრის დასაწყისში, ელჩმა მინისტრის მოადგილეს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
შეხვედრის ფარგლებში, განხილული იქნა ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები. შეჯამდა, 25-26 ივლისს, სოფიაში გამართული პოლიტიკური კონსულტაციები და ხაზი გაესვა მათ მნიშვნელობას, განსაკუთრებით ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროების საქმიანობის კოორდინაციის მიმართულებით. აღინიშნა, აქტიური დინამიკის მომავალში შენარჩუნებისა და ამ კონტექსტში, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების აუცილებლობა.
მინისტრის მოადგილემ, კიდევ ერთხელ დააფიქსირა როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის ურყევი და მტკიცე მხარდაჭერა.