2025 წლის 1-7 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის ქ. ვარნაში, გაიმართა თოჯინების თეატრის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომელზეც თბილისის პროფესიულმა სახელმწიფო ახალგაზრდულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი ,,ოტელო“.

წარმოდგენამ მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა. ორგანიზატორთა გადაწყვეტილებით, საუკეთესო რეჟისურისთვის დაჯილდოვდნენ სპექტაკლის რეჟისორები: გია მარღანია და დიმიტრი ხვთისიაშვილი. მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის კი პრიზი გადაეცა ვანო დუგლაძეს. სპექტაკლმა ასევე დაიმსახურა სპეციალური ჯილდო, კლასიკური დრამატურგიის საუკეთესო ინტერპრეტაციისთვის.
საქართველოს საელჩო მადლობას უხდის ქართულ დასს, საზღვარგარეთ ქართული ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისთვის და შემდგომ წარმატებებს უსურვებს!