27 სექტემბერს, ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა (რეზიდენციით სოფია) ოთარ ბერძენიშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკის პრეზიდენტს სტევო პენდაროვსკის.

ცერემონიის შემდეგ, შედგა ელჩის და პრეზიდენტის შეხვედრა, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ურთიერთობების დინამიკა. საუბარი შეეხო, სამომავლოდ ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობას საერთო ინტერესის სფეროების მიმართულებით, განსაკუთრებით ორმხრივი თანამშრომლობის აუთვისებელი პოტენციალის გათვალისწინებით.
პრეზიდენტმა დააფიქსირა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების მტკიცე მხარდაჭერა.