ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ქ. ბლაგოევგრადის მერთან, მეტოდი ბაიკუშევთან.
10 აპრილს, ქ. ბლაგოევგრადში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ქალაქის მერთან, მეტოდი ბაიკუშევთან.
შეხვედრისას, მხარეებმა ისაუბრეს დაძმობილებული ქალაქების კავშირების გაღმავების საკითხებზე და არსებული მემორანდუმის განახლების შესაძლებლობაზე, ასევე ვიზიტების ორგანიზებაზე. ამასთან, განიხილეს კულტურულ და განათლების სფეროში სხვადასხვა პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.