20 თებერვალს, ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრები გამართა ქ. ბურგასის მერთან დიმიტარ ნიკოლოვთან და ბურგასის ოლქის გუბერნატორთან პლამენ იანევთან
20 თებერვალს, ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრები გამართა ქ. ბურგასის მერთან დიმიტარ ნიკოლოვთან და ბურგასის ოლქის გუბერნატორთან პლამენ იანევთან.
შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხები, ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავებას, განსაკუთრებით ტურიზმისა და სავაჭრო ურთიერთობების ხელშეწყობას, ასევე დაკავშირებადობის ჭრილში ავია-მიმოსვლის შესაძლებლობების განხილვას.