ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის სამუშაო ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, გორდანა სილიანოვსკა დავკოვამ, პრემიერ მინისტრმა, ჰრისტიან მიცკოვსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარემ, აფრიმ გაშიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმჩო მუცუნსკიმ გაცნობითი სახის შეხვედრები გამართეს არარეზიდენტ ელჩებთან (რეზიდენციით ქ.სოფიაში).
გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების და ცნობადობის ამაღლების საკითხებზე, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებზე.
ამას გარდა, ელჩმა გამართა ორმხრივი შეხვედრები საგარეო და სავაჭრო საქმეთა მინისტრის და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან და შს მინისტრის კაბინეტის უფროსთან, სადაც ფართოდ მიმოიხილა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერა.
ვიზიტის დასასრულს, ელჩმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებთან.