Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ზურაბ ხამაშურიძე

დაბადების თარიღი და ადგილი

1979  წლის 11  სექტემბერი,  . ბათუმი

პროფესიული გამოცდილება

2025 - დღემდე - ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

2024 წლის პირველი იანვრიდან - 2025
- ესტონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი;

2022 წლის 4 თებერვლიდან 2024 წლის პირველ იანვრამდე მუშაობდა ევროკავშირის გენერალური დირექტორატის ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე;

2018 - 2022 - ბელგიის სამეფოში საქართველოს საელჩოსა და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენლობის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი;

2015 - 2018 - გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში იკავებდა თავდაპირველად მრჩევლის, ხოლო შემდეგ - უფროსი მრჩევლის თანამდებობას;

2014 - 2015 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში თავდაპირველად ევროსაბჭო-ს, ხოლო შემდეგ - ეუთოს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე;

2010 - 2014 - ნატო-სთან საქართველოს წარმომადგენლობის მრჩეველი;

2009 - 2010 - მუშაობდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის ნატო-ს სამმართველოს უფროსის თანამდებობაზე; 

2008 - 2009 - რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში იკავებდა სამმართველოს უფროსის თანამდებობას;

2007 - 2008 - კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კოორდინატორი;

2005 - 2006 - მუშაობდა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში კონსულტანტად;

2005 - გერმანიის ფედერაციის თანამშრომლობის სამინისტროს საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის (GIZ) მოწვეული სპეციალისტი;

1999 - 2000 - იკავებდა შპს "გლობალ თრეიდი"-ს დირექტორის თანამდებობას; 

1998 - 1999 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს საკონსტიტუციო, იურდიული და ადამიანის უფლებათა საკითხებში მუდმივი კომისიის რეფერენტი;

განათლება

2005 წელს დაამთავრა გერმანიის ქ. დარმშტადის დისტანციური სწავლების ინსტიტუტი სისტემური პროგრამირების სპეციალობით;

2001-2005 წლებში სწავლობდა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ. ესსენის უნივერსიტეტში პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე; 

2001 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, საერთაშორისო ტურიზმის სპეციალობით და მიენიჭა ეკონომისტის კვალიფიკაცია;

დიპლომატიური რანგი

2022 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის  დიპლომატიური რანგი.