ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის ინოვაციებისა და განვითარების მინისტრთან
15 აგვისტოს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გამართა შეხვედრა ბულგარეთის ინოვაციებისა და განვითარების მინისტრთან მილენა სტოიჩევასთან.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, დაკავშირებულობას, ორი ქვეყნის სტარტაპების და ინოვაციური პროექტების მხარდაჭერის მნიშვნელობას, კიბერუსაფრთხოების თემებსა და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას.