ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ქ. ვარნას მერთან
1 აგვისტოს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ქ. ვარნას მერთან ივან პორტნიხთან.
შეხვედრისას საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის შემდგომი განვითარების შესალებლობებს, მათ შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლას.
ქალაქის სტრატეგიული მდებარეობისა და ვარნას ნავსადგურის მნიშვნელობიდან გამომდინარე, მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები ტრანსპორტისა და რურიზმის სფეროებში ინტერაქციის მეტად ზრდის მიმართულებით.
ელჩმა, ასევე ისაუბრა საელჩოს სახალხლო დიპლომატიის ღონისძიებებზე ბულგარეთში, რომელთაგან ერთ-ერთი - ქართული საღამო 1 აგვისტოს 18:00-ზე გაიმართება ვარნას საზღვაო პარკში.