პაზარჯიკის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული ღონისძიება "მსოფლიოს ბაღი"
23 სექტემბერს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლელბთან ერთად, მონაწილეობა მიიღო პაზარჯიკის მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში "მსოფლიოს ბაღი".
ღონისძიების ფარგლებში, ელჩმა პაზარჯიკის მუნიციპალიტეტის მერთან ტოდორ პოპოვთან და ბულგარული ფეხბურთის ლეგენდასთან ჰრისტო სტოიჩკოვთან ერთად გახსნა საქართველოს კუთხე.