Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში

მ/წლის 9 მაისს, ქ.სოფიაში გაიმართა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, გურამ გურამიშვილის სამუშაო ვიზიტი. ვიზიტის ფარგლებში ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის თანახმად, ბულგარეთის რესპუბლიკამ სანაპირო ნაოსნობაში ჩართული ქართველი მეზღვაურების სერტიფიკატები აღიარა. 

მემორანდუმის ხელმოწერამდე ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ბულგარეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროში, სადაც მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობები. 

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ორივე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია აქტიური თანამშრომლობა საზღვაო განათლების, წვრთნისა და სერტიფიცირების მიმართულებით, ასევე, შავი ზღვის რეგიონში პირდაპირი საზღვაო გადაზიდვების, მათ შორის საბორნე მიმოსვლის განვითარების კუთხით.