ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩის, ზურაბ ხამაშურიძის შეხვედრა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორთან, ტანია მიჰაილოვასთან
2026 წლის 29 სექტემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრა გამართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორთან, ტანია მიჰაილოვასთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და ბულგარეთის დიპლომატიურ აკადემიებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, მათ შორის ერთობლივი პროექტების, სასწავლო კურსებისა და საჯარო მოხელეების გაცვლითი პროგრამების განხორციელების შესაძლებლობები.
