Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში
world

ელჩის ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრთან

9 ივლისს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა ბულგარეთის თავდაცვის მინისტრთან ტოდორ ტაგარევთან.
შეხვედრისას, საუბარი შეეხო თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას, რაც გამოიხატება როგორც ერთობლივ წვრთნებში, ასევე სხვადასხვა სასწავლო პროგრამებში მონაწილეობით. ელჩმა და მინისტრმა, ასევე განიხილეს მომავალში ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.
გარდა ამისა, ხაზი გაესვა შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას და ამ მიმართულებით ნატო-ს ჩართულობის აუცილებლობას. ელჩმა და მინისტრმა, ასევე მიმოიხილეს რეგიონალური და გლობალური უსაფრთხოების საკითხები.
თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმართ.