ონლაინ ვიდეო კონფერენცია “აწარმოე საქართველოს“ და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბულგარეთის საინვესტიციო სააგენტოს შორის
11 ივლისს, საელჩოს ინიციატივით გაიმართა ონლაინ ვიდეო კონფერენცია “აწარმოე საქართველოს“ და ბულგარეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატასა და ბულგარეთის საინვესტიციო სააგენტოს შორის.
ვიდეო კონფერენციის მსვლელობისას ქართულმა და ბულგარულმა მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკური პოტენციალის ათვისების მნიშვნელობაზე, მისი განვითარების პერსპექტივებზე და ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე. ასევე, ყურადღება გამახვილდა ერთობლივ სამომავლო პროექტების განხორციელებაზე და დაკავშირებადობის მნიშვნელობაზე.
კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს საქართველოს ელჩმა ბულგარეთში ოთარ ბერძენიშვილმა და ბულგარეთის ელჩმა საქართველოში - ვესელინ ვალკანოვმა.