Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა

გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ბულგარეთის, როგორც შავი ზღვის ქვეყნების, თანამშრომლობის გაღრმავებაზე არამხოლოდ უსაფრთხოების, არამედ სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და ენერგეტიკის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე განიხილეს ევროკავშირთან ურთიერთობები და ამ პროცესში მხარდაჭერის მნიშვნელობა.