Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ოფიციალური ვებ-გვერდი, რომელიც საზოგადოებასთან მჭიდრო კომუნიკაციის დამყარების და მომხმარებლისთვის საინტერესო ინფორმაციის მიღებისთვის არის შექმნილი.

აღნიშნულის გამოყენებით, ყველა დაინტერესებულ პირს უწყვეტად წვდომა ექნებათ საჭირო ინფორმაციაზე, რომელიც საქართველო-ბულგარეთის რესპუბლიკას შორის მიმდინარე ურთიერთობებს ასახავს.

ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები 30 წელზე მეტს ითვლის. ჩემი მთავარი ამოცანა, არსებული კავშირების, ტრადიციების და პარტნიორული ურთიერთობის დინამიკის შენარჩუნება და მის ახალ სიმაღლეზე აყვანა იქნება. გამოვხატავთ, სრულ მზაობას საელჩოს შემადგენლობასთან ერთად გავაღრმავოთ საქართველო-ბულგარეთს შორის მიმდინარე ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ენერგეტიკული, სატრანსპორტო, კულტურული, განათლების, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულების მხრივ, ასევე ხალხთაშორისი კავშირების განმტკიცების თვალსაზრისით.

ბულგარეთის რესპუბლიკა ურყევად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე განუხრელად აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმართ თანადგომას.

ჩემთვის დიდი პატივია ვიმსახურო ბულგარეთის რესპუბლიკაში და მოხარული ვიქნები, თუ ხსენებულ პერიოდში მოკრძალებულ წვლილს შევიტან საქართველო-ბულგარეთის კიდევ უფრო დაახლოების და თანამშრომლობის გაღრმავების საქმეში.

მადლობას მოგახსენებთ, რომ ბულგარეთში საქართველოს საელჩოს საქმიანობით დაინტერესდით.

პატივისცემით,

 

ოთარ ბერძენიშვილი

საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი