Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

29 თებერვალს, ელჩი ოთარ ბერძენიშვილი მოხსენებით წარსდგა ბულგარეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წინაშე.

29 თებერვალს, ელჩი ოთარ ბერძენიშვილი მოხსენებით წარსდგა ბულგარეთის პარლამენტში საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წინაშე.
ელჩმა მადლობა გადაუხადა ბულგარელ დეპუტატებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისევე როგორც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მხარდაჭერისთვის, რაც გამოიხატა გასულ წელს პარლამენტის მიერ მიღებულ დეკლარაციაში.
მოხსენების დროს, ელჩმა ისაუბრა საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარ მიღწევებსა და გამოწვევებზე. ამ კონტექსტში, განსაკუთრებით აღინიშნა, გასულ წელს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. ელჩმა ჯგუფის წევრებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, ადამიანის უფლებების დარღვევის ყოველდღიური უხეში ფაქტები. საუბარი შეეხო ორმხრივ ურთიერთობებს, სიამოვნებით აღინიშნა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების აქტიური დინამიკა. ორი ქვეყნის სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ხაზი გაესვა შავი ზღვის პოტენციალის სრულად ათვისების მნიშვნელობას.
ჯგუფის თავმჯდომარემ და წევრებმა, თავის მხრივ კიდევ ერთხელ დააფიქსირეს საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მტკიცე და უპირობო მხარდაჭერა. გამოთქვეს საპარლამენტო დიალოგის მაღალ დონეზე შენარჩუნების, მათ შორის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზაობა. დეპუტატებმა ისაუბრეს ენერგეტიკის, კომუნიკაციებისა და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური ინტერაქციის მეტად გააქტიურების აუცილებლობაზე. გამოთქვეს მზაობა, მხარი დაუჭირონ საელჩოს სახალხო დიპლომატიის ღონისძიებების განხორციელების საქმეში.