ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელენა შეკერლეტოვას
2 ოქტომბერს, ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელენა შეკერლეტოვას.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, ელჩმა განიხილა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და გამოხატა თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ორი ქვეყნის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ, მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული მისწრაფებების მიმართ. ხაზი გაესვა, საქართველოს გეოსტრატეგიულ როლს და შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას.
მინისტრის მოადგილემ, საქართველოს ახლადდანიშნულ ელჩს დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობის მზაობა დაუდასტურა.
