ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ხამაშურიძის შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იორდანკა ფანდუკოვასთან
2025 წლის 18 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრა გამართა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იორდანკა ფანდუკოვასთან
ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველო-ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების საკითხებს და მიმდინარე განვითარებებს. მათ შორის, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, დაკავშირებადობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავების შესაძლებლობებს.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მხარეები მომავალშიც გააგრძელებენ თანამშრომლობას ქვეყნებს შორის არსებული კავშირების კიდევ უფრო გასაძლიერებლად.
