Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.
 
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე.
ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
 
განსახილველ საკითხებს შორის იყო ტრანსპორტისა და ენერგეტიკის მიმართულებით თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები და შავი ზღვის აუზის ქვეყნებს შორის თანამშრომლობა.