Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

25 მარტს, საელჩოს ინიციატივით, გაიმართა პირველი კონსულტაციები საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის თემატიკაზე, ონლაინ ფორმატში.

25 მარტს, საელჩოს ინიციატივით, გაიმართა პირველი კონსულტაციები საქართველოსა და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროებს შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში თანამშრომლობის თემატიკაზე, ონლაინ ფორმატში. 


კონსულტაციებს უძღვებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი შალვა ცისკარაშვილი და ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს გლობალური საკითხთა გენერალური დირექტორი გენკა გეორგიევა. 

კონსულტაციების ფარგლებში, განხილულ იქნა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტები, საქართველოს მხარის მიერ წარდგენილი რეზოლუციები, კანდიდატურების ურთიერთმხარდაჭერა. გაიცვალა მოსაზრებები და ხედვები, საერთაშორისო ორგანიზაციების მეტად ეფექტური ფუნქციონირებისა და რეფორმირების მიმართულებით.

დასასრულს, მხარეები აღნიშნული წარმატებული პრაქტიკის მომავალში შენარჩუნებაზე შეთანხმდნენ.