ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა „წმ. კლიმენტ ოჰრიდელის“ სახელობის სოფიას უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ გეორგი ვულჩევთან
ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა „წმ. კლიმენტ ოჰრიდელის“ სახელობის სოფიას უნივერსიტეტის რექტორთან პროფესორ გეორგი ვულჩევთან.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის განათლების სფეროში არსებული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს შორის ინტერაქციის გააქტიურება. ხაზი გაესვა ლექტორებისა და სტუდენტების გაცვლითი პროგრამების ამოქმედების აუცილებლობას. ისევე, როგორც სხვადასხვა ერთობლივი კონფერენციებისა და სემინარების ჩატარების მნიშვნელობას.
ელჩმა უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოხატა. დაიგეგმა საელჩოსა და უნივერსიტეტის რამდენიმე საერთო ღონისძიება, რომელიც უახლოეს მომავალში განხორციელდება.