27 მარტს, ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა ქ. პლოვდივში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა მერთან კოსტადინ დიმიტროვთან და ოლქის გუბერნატორთან ილია ზიუმბილევთან.
27 მარტს, ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა ქ. პლოვდივში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები გამართა მერთან კოსტადინ დიმიტროვთან და ოლქის გუბერნატორთან ილია ზიუმბილევთან.
შეხვედრებისას მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობები. ხაზი გაესვა მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებას, ხალხთაშორისი ურთიერთობის გაღრმავებას, განსაკუთრებით კულტურისა და ტურიზმის მიმართულებით კავშირების ზრდის ხელშეწყობას.
ბულგარულმა მხარემ ელჩს სრული მხარდაჭერა აღუთქვა, სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, საელჩოს მიერ მიმდინარე წელს ინიცირებული პროექტების განხორციელების საკითხში.