2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, დაღუპულთა ხსოვნისთვის პატივის მიგების ნიშნად, საგარეო საქმეთა სამინისტროს, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის 18 წლისთავთან დაკავშირებით
რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოში რუსეთმა, საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების უგულებელყოფით, განახორციელა საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაცია და მათი ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ქართული გემო“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული სამზარეულოს პოპულარიზაცია საზღვარგარეთ; დიასპორის წევრების ჩართულობა ქართული კერძების, რეცეპტებისა და კულტურის გაცნობაში; კულინარიული ღონისძიებების, სასწავლო შეხვედრების და ბანაკების ორგანიზება, სადაც მონაწილეები აქტიურად შეისწავლიან ქართული კერძების მომზადებას; დიასპორის მიერ დაფუძნებული ქართული რესტორნების, კულინარიული კლუბებისა და სკოლის პროექტების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს საგრანტო კონკურსს „ჩემი ქართული სკოლა“. საგრანტო პროგრამის მიზანია ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესება, მოსწავლეების კულტურულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდა, საკვირაო სკოლების გაძლიერება სასწავლო მასალით და შემოქმედებითი რესურსებით, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ჩართულობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს დედაენის დღისადმი მიძღვნილ საგრანტო კონკურსს „ჩემი ენა ქართული“. კონკურსის მიზანია ქართული ენის სწავლების ხელშეწყობა და ქართული კულტურის პოპულარიზაცია, ასევე, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების აქტიური ჩართულობით.
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ზურაბ ხამაშურიძის შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იორდანკა ფანდუკოვასთან
2025 წლის 18 ნოემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრა გამართა ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან, იორდანკა ფანდუკოვასთან
ბულგარეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ელჩს მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება უსურვა მომავალ საქმიანობაში.
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელები გადასცა ბულგარეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, რუმენ რადევს.
სიგელების გადაცემის ცერემონიის შემდეგ, გაიმართა ელჩისა და პრეზიდენტის შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს, საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის დინამიკა და შემდგომი განვითარების პერსპექტივები. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე. ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე.
2025 წლის 1-7 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის ქ. ვარნაში, გაიმართა თოჯინების თეატრის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომელზეც თბილისის პროფესიულმა სახელმწიფო ახალგაზრდულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი ,,ოტელო“.
2025 წლის 1-7 ოქტომბერს, ბულგარეთის რესპუბლიკის ქ. ვარნაში, გაიმართა თოჯინების თეატრის მე-19 საერთაშორისო ფესტივალი „ოქროს დელფინი“, რომელზეც თბილისის პროფესიულმა სახელმწიფო ახალგაზრდულმა თეატრმა წარადგინა სპექტაკლი ,,ოტელო“.
ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელენა შეკერლეტოვას
2 ოქტომბერს, ბულგარეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, ელენა შეკერლეტოვას.
მინისტრის მოადგილესთან შეხვედრაზე, ელჩმა განიხილა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობების დინამიკა და გამოხატა თანამშრომლობის გააქტიურების მზაობა. განსაკუთრებით, ხაზი გაუსვა, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას და ამ კონტექსტში, ორი ქვეყნის აქტიური ჩართულობის აუცილებლობას.
ევროპული ქვეყნების პოეზიის პოპულარიზაციის პროექტი „პოეზია მეტროში“
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოებული სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, სოფიაში პოლონეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, რომელიც მიმდინარე წლის დასაწყისში დაიწყო, საქართველოს საელჩო პირველად მოხვდა პოლონეთის უნივერსიტეტის ევროპული ქვეყნების პოეზიის პოპულარიზაციის პროექტის „პოეზია მეტროში“ ბენეფიციარად. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, საელჩოს მიერ წარდგენილი შოთა რუსთაველის ეპიკური პოემიდან ამოღებული აფორიზმები ორი თვის განმავლობაში განთავსებული იქნება ქ. სოფიის მეტროში, როგორც ბულგარულ, ასევე, ქართულ ენაზე.
პროექტის ოფიციალური გახსნა, მიმდინარე წლის 19 ნოემბერს გაიმართა, ღონისძიებას ესწრებოდნენ ბულგარეთში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ელჩმა, ოთარ ბერძენიშვილმა, დამსწრე საზოგადოებას ქართულ ენაზე წაუკითხა ამონარიდები შოთა რუსთაველის პოემიდან „ვეფხისტყაოსნი“.
ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ წარმოებული სახალხო დიპლომატიის ფარგლებში, სოფიის კულტურულ ცენტრთან არსებული, ეროვნული წიგნის სახლის დირექციასთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 4 ოქტომბერს, გაიმართა ქართული პოეზიის საღამო, სადაც დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა გაცნობოდა ბულგარულ ენაზე ნათარგმნი შოთა რუსთაველის ეპიკურ პოემას „ვეფხისტყაოსანი“.
ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის სამუშაო ვიზიტი ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში
მ/წლის 11-13 სექტემბერს, ელჩი, ოთარ ბერძენიშვილი სამუშაო ვიზიტით
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკაში, ახალი მთავრობის ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, ქვეყნის პრეზიდენტმა, გორდანა სილიანოვსკა დავკოვამ, პრემიერ მინისტრმა, ჰრისტიან მიცკოვსკიმ, პარლამენტის თავმჯდომარემ, აფრიმ გაშიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა, ტიმჩო მუცუნსკიმ გაცნობითი სახის შეხვედრები გამართეს არარეზიდენტ ელჩებთან (რეზიდენციით ქ.სოფიაში).
გაფართოებული ფორმატის შეხვედრებზე, ყურადღება გამახვილდა ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაღრმავების, ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოების და ცნობადობის ამაღლების საკითხებზე, ასევე ევროინტეგრაციის საკითხებზე.
ამას გარდა, ელჩმა გამართა ორმხრივი შეხვედრები საგარეო და სავაჭრო საქმეთა მინისტრის და ევროინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის მოადგილეებთან და
შს მინისტრის კაბინეტის უფროსთან, სადაც ფართოდ მიმოიხილა ორმხრივ ურთიერთობებში არსებული საკითხები და ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მხარდაჭერა.
ვიზიტის დასასრულს, ელჩმა შეხვედრა გამართა ჩრდილოეთ მაკედონიაში საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლებთან.