ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ალექსანდარ ივანოვთან
24 იანვარს, ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან ალექსანდარ ივანოვთან.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთის ორმხრივი თანამშრომლობის ასპექტები. სიხარულით აღინიშნა, გასულ წელს ორი ქვეყნის პარლამენტს შორის არსებული ურთიერთობების აქტიური დინამიკა, რაც გამოიხატა არამხოლოდ უმაღლესი დონის ვიზიტებში, არამედ ბულგარეთის პარლამენტის მიერ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაციის მიღებითაც. გამოითქვა მზაობა, რომ მიმდინარე წელსაც ორ პარლამენტს შორის გაგრძელდეს ინტერაქციის მაღალი დონე და ამ კონტექსტში, დაისახა კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
გარდა ამისა, ელჩმა ისაუბრა საელჩოს სახალხო დიპლომატიის ფარგლებში განსახორციელებელ ღონისძიებებსა და ამ მიმართულებით მეგობრობის ჯგუფის ჩართულობაზე. ალექსანდარ ივანოვმა გამოთქვა მზაობა მხარი დაუჭიროს საელჩოს საქმიანობას და აქტიურად ჩაერთოს სხვადასხვა პროექტების განხორციელების საქმეში.
