Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის, ზურაბ ხამაშურიძის შეხვედრა ბულგარეთის ეროვნული ასამბლის ბულგარეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან

2026 წლის 16 სექტემბერს, ბულგარეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, ზურაბ ხამაშურიძემ ბულგარეთის ეროვნულ ასამბლეაში შეხვედრა გამართა ბულგარეთი-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებთან. მხარეებმა განიხილეს ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები, საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებისა და პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ეკონომიკისა და ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ციფრული დაკავშირებადობის, კულტურისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის განვითარებას. საუბარი შეეხო შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობასა და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებას.

ბულგარეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრებმა დაადასტურეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ელჩმა ბულგარეთის მიმართ მადლიერება გამოხატა მხარდაჭერისთვის.

მხარეებმა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვეს.