ელჩის, ოთარ ბერძენიშვილის შეხვედრა ბულგარეთის პარლამენტის ევროკავშირის, შენგენის სივრცისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარესთან კირილ პეტკოვთან
ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა შეხვედრა გამართა ბულგარეთის პარლამენტის ევროკავშირის, შენგენის სივრცისა და ევროზონის კომიტეტის თავმჯდომარესთან კირილ პეტკოვთან.
შეხვედრის დასაწყისში, კირილ პეტკოვმა ელჩს, გასულ წელს, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს ადგილი ევროკავშირშია. თავის მხრივ, ელჩმა კომიტეტის თავმჯდომარეს მადლობა გადაუხადა, ამ პროცესში, ბულგარეთისა და პირადად მისი აქტიური მხარდაჭერისთვის.
შეხვედრის ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთის საპარლამენტო თანამშრომლობის ასპექტები. სიამოვნებით აღინიშნა, ამ მიმართულებით არსებული ძალიან პოზიტიური დინამიკა და ხაზი გაესვა, მომავალში ნაყოფიერი ინტერაქციის შენარჩუნების აუცილებლობას. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე საქართველოს პროგრესს. ბულგარეთის მხარემ გამოთქვა საკუთარი გამოცდილების გაზიარების მზაობა როგორც მაღალ, ასევე ექსპერტების დონეზე.
შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა მიმოიხილეს ბულგარეთის შენგენის სივრცესა და ევროზონაში გაწევრიანების თემატიკა და კირილ პეტკოვმა ელჩს ამ საკითხებზე საკუთარი მოსაზრება გაუზიარა.